სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა

კიდევ ერთი აფეთქება თბილისში. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად წყლის გამაცხელებელი აფეთქდა. შემთხვევა გეთიას ქუჩაზე მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მთლიანად დაიწვა დამხმარე ნაგებობა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და მცირეწლოვანი ბავშვები. მათ ეძინათ, თუმცა ცეცხლი დროულად შენიშნეს და სახანძრო გამოიძახეს. დაშავებული არავინაა.

banner
წინა სტატიაში“დაპატარავებული ბიზნესმენის, დამნაშავის თავის მართლების რეჟიმში განცხადება” – ოპოზიცია კალაძის დაკითხვას ითხოვს
შემდეგი სტატია“ღორის გრიპით” ზუგდიდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა