სავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა 2.53-2.54 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

სავალუტო ჯიხურებში დოლარის შეძენა 2.53-2.54 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.48-2.50 ლარის ფარგლებში იბარებენ. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4923 ლარი გახდა. 22 იანვარს საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. 17 წლის წინ, 1999 წლის 23 თებერვალს 1 აშშ დოლარის ფასმა მაქსიმალურ ნიშნულს – 2.45 ლარს მიაღწია, თუმცა ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა. მას შემდეგ, აქამდე ლარის კურსს გაუფასურების ასეთ მაჩვენებლამდე არ მიუღწევია.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაურმა რეზერვების ხარჯვასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს