სავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი დილიდან 2.6 ლარის ნიშნულის ფარგლებშია

სავალუტო ჯიხურებში აშშ დოლარის კურსი დილიდან 2.6 ლარის ნიშნულის ფარგლებშია. რაც შეეხება ამერიკულ ვალუტანს,ამერიკული ვალუტის შეძენა 2.62-2.63 ლარად არის შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარი 2.5694 ლარი ღირს. აღსანიშსნავია,რომ პირველ აგვისტოსთან შედარებით, ეროვნული ვალუტა დაახლოებით 12 თეთრით გაუფასურდა.

ექსპერტები ვალუტის კურსის ცვლილების მიზეზად თურქეთსა და რუსეთში არსებულ ვითარებას ასახელებენ. თურქული ლირა და რუსული რუბლი გაუფასურდა, რასაც  საქართველოზეც აქვს გავლენა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიამაშველებმა მყინვარწვერის მეტეოსადგურიდან რუსეთის მოქალაქე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს