“სავალდებულო უნდა გახდეს ოპერატიული ჯგუფისთვის, თან ქონდეს ვიდეოკამერა”- კამპანია “არა ჩადებას” ინიციატივა

კამპანია არა ჩადებას მონაწილეები ანტინარკოტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან. მათ პრესკონფერენცია გამართეს.

კამპანიის წარმომადგენლების თქმით, სავალდებულო უნდა გახდეს ჩხრეკის და დაკავების დროს სამართალდამცავებისთვის ვიდეოკამერის თან ქონა და პროცესის მტკიცებულების სახით გადაღება.

მათი თქმით, ეს ვალდებულება იქნება პრევენცია ნარკოტიკული ნივთიერებისა თუ იარაღის ე.წ. ჩადების.

„როცა პატრულის ეკიპაჟი გადის პატრულირებაზე და ხვდება მოქალაქეს, მძღოლს, მას აქვს სამხრეზე კამერა, რომელიც პროცესს იწერს. სავალდებულო უნდა გახდეს ოპერატიული ჯგუფისთვის, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადის შემთხვევის ადგილას, რომ თან ჰქონდეს აუცილებლად ვიდეოკამერა და დაკავების კადრები სრულად იყოს გადაღებული, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები პოლიციელების ძალადობაზე, ნარკოტიკების, იარაღის ჩადებაზე,“- განაცხადა გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ცდილობს ახალი კონსტიტუციით შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებამოსილება – სამადაშვილი
შემდეგი სტატია“ძალიან დამაზიანებელი ინფორმაცია პროცესისთვის”- ანა ნაცვლიშვილი კობახიძის ბრალდებას პასუხობს