სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები 15 სექტემბრიდან სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფები სახელმწიფოს ხარჯზე მხოლოდ ორჯერ ვაქცინირების შემთხვევაში გაიტესტებიან.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ტესტირება პანდემიის მართვისას არის ერთ-ერთი მთავარი.

„საკმაოდ დიდი ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში, ბოლო ერთ თვის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასი ყოველდღიური ტესტი პისიარი და ანტიგენის ტესტი, სადღაც სექტემბრის 15-დან ვფიქრობთ, რომ ესენციური ჯგუფები, ვინც აუცილებლად იტესტებიან სახელმწიფოს მიერ, აღარ გაიტესტებიან სახელმწიფოს დაფინანსებით, მათ ვალდებულება ექნებათ, რომ ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ თუ ვაქცინირებული იქნებიან ორჯერ, მაშინ ისევ სახელმწიფო დააფინანსებს ამას. თუ არ იქნებიან ვაქცინირებული, მაშინ დამსაქმებელმა ან თავად უნდა გადაიხადოს, რადგან სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასოდ მათ მიაწოდოს ვაქცინა და აცრას, კეთილი ინებონ და აიცრან, თუ არადა ვალდებულებაა, რომ ისინი გარკვეულ პერიოდში, კვირაში ან ორკვირაში ერთად ტესტირებული იქნებიან. მაშინ დადგება საკითხი, რომ ტესტირება ჩატარდეს დამსაქმებლის ხარჯზე ან თავად იმ პერსონის ხარჯზე, ეს წინადადებაც წარდგენილია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ხაზი დღეს აცრაზე გადის
შემდეგი სტატიაქართულმა სტარტაპმა ლატვიაში დაფუძნებული კომპანიისგან პირველი საერთაშორისო ინვესტიცია მოიზიდა