სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება კორუფციულ სისტემას შექმნის

abesadzeერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის განცხადებით 2018 წლის 1 იანვრიდან შემოღებული სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება კორუფციულ სისტემას შექმნის.

‘’გუშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირებას, ტესტირებას შემოიღებენ, რაც სინამდვილეში 90-იან წლებში კარგად აწყობილი კორუფციული სისტემის, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ე. წ ტეხასმოტრის მსგავსი იქნება.

საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია, საიდანაც 44% 20 წელზე მეტი წლოვანებისაა და 90%-მდე კი 10 წელზე მეტის და ასევე მეორადი ავტომობილები. შესაბამისად ასეულობით ათასი ავტომანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, რაც ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითაა განპირობებული, ასევე ოჯახებს შემოსავლები არ აქვთ იმდენი, რომ უკეთესი ავტომობილები შეიძინონ.

ამ სიტუაციაში ილუზია იმისა, რომ ასი ათასობით ავტომობილი გაჩერდება და ადამიანები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩებიან არ არსებობს. უბრალოდ ეს იქნება მთლიანად კორუმპირებული, კორუფციული სისტემა და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა ოჯახების წევრების დასაქმებაზე, მათი შემოსავლების გაზრდაზე და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავდეს, პირიქით დამატებით ამ ოჯახების ბიუჯეტიდან ქრთამის თუ მოსაკრებლის სახით დამატებითი თანხები იქნება ამოღებული.

რათქმაუნდა ამასვე ადასტურებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობა, რომლის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა და მოსახლეობა დამეთანხმება იმაში, რომ ქალაქებში მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები ვერანაირ ტექნიკურ დათვალირებას ვერ გაივლიდნენ თუ ეს არ იქნებოდა ფორმალური პროცესი, რომელსაც მთავრობა უბრალოდ ფორმალობის შესანარჩუნებლად აკეთებს.

2018 წლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები ტექნიკურ დათვალიერბას ვერ გაივლიან და კორუფციულ სისტემას მივიღებთ, რომლითაც ჩინოვნიკები გამდიდრდებიან და მოსახლეობა დაიბეგრება’’ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი : დარწმუნებულ ვარ, რომ შეერთებული შტატები დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი : „საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ვიმსჯელებთ”