“სავალდებულო გაწვევის გაუქმება კატასტროფა ნამდვილად არაა, თუკი ეს ჯდება გააზრებულ პოლიტიკაში”

ექსპერტი თორნიკე სანაშენიძე თვლის, რომ სავალდებულო გაწვევის გაუქმება კატასტროფა არ არის. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს:

“დღეს ბევრი აკრიტიკებს თინა ხიდაშელი. თავის დროზე მეც არ დამიკლია, დღეს კი აი რას ვიტყვი:
სავალდებულო გაწვევის გაუქმება კატასტროფა ნამდვილად არაა, თუკი ეს ჯდება გააზრებულ პოლიტიკაში რომელიც ემსახურება ჯარის პროფესიონალიზაციას. მაგრამ ეს ნაბიჯი (რომელსაც დიდი შანსია რომ დიდი დღე არ უწერია) არაფერს მოიტანს პროფესიონალიზაციის მხრივ თუკი მას არ მოჰყვა:
1. ოფიცერთა კორპუსის გაძლიერება განათლებისა და ტრენინგის გზით;
2. ოფიცერთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა რათა მაქსიმალურად ბევრ ნიჭიერ ადამიანს გაუჩნდეს სამხედრო კარიერის გაკეთების სურვილი;
3. უცხოეთში განათლებამიღებული და ჯარიდან სხვადასხვა მიზეზების გამო წასულ-გაძევებული ღირსეული ოფიცრების დაბრუნება;
4. ჯარის სრული დეპოლიტიზაცია;
5. რუსული აგენტურისგან ჯარის გაწმენდა.”- წერს თორნიკე შარაშენიძე.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ქართველ მეწარმეებს შეეძლებათ პროდუქტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალგადახდისუნარიან ბაზარზე შეიტანონ
შემდეგი სტატიაპროკურატურა: კუდ-ის და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული სრულად დადასტურდა