საუკუნის კონცერტი

ეს ჩემთვის, ალბათ, ყველაზე საუკეთესო კონცერტი იქნება

ეს ჩემთვის, ალბათ, ყველაზე საუკეთესო კონცერტი იქნებანანი ბრეგვაძის სოლოკონცერტი 4 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყობა. მომღერალი საღამოს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 82-ე დაბადების დღეს მიუძღვნის.
როგორც ღონისძიების გენერალურმა პროდიუსერმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, კონცერტის სახელწოდებაა “მოგზაურობა დროში”. ორგანიზატორებმა ღონისძიებას საუკუნის კონცერტიც უწოდეს. საღამოზე ნანი ბრეგვაძის მოღვაწეობის პერიოდებს მისი შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე და შვილი ეკა მამალაძე განასახიერებენ.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ცაგარელი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. თავად ნანი ბრეგვაძემ წინასაკონცერტო განცდებზე, პატრიარქის მიმართ მის დამოკიდებულებაზე და პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ეს ჩემთვის, ალბათ, ყველაზე საუკეთესო კონცერტი იქნება, ძალიან დიდ განცდებში ვარ. დიდი მოთხოვნა მაქვს და ამიტომ პასუხისმგებლობა მაქვს მაღალ დონეზე. რადგან ეს კონცერტი პატრიარქთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ, კარგი იქნება. თვითონ მომეხმარება ალბათ ამაში”, – აღნიშნა ნანი ბრეგვაძემ.

banner
წინა სტატიაშილივერპულის კაპიტანმა გუნდი დატოვა?
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართველ ხალხს ახალი წელი მიულოცა