“საუკეთესო კანდიდატი აირჩა” – მიქაუტაძე დამოუკიდებელ ინსპექტორზე

იყვნენ ცუდი კანდიდატებიც, იყო რამდენიმე ძლიერი და მომზადებული კანდიდატიც, რომელთაგან ქეთევან ცინცაძე გამოირჩეოდა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ დამოუკიდებელი ინსპექტორად ქეთევან ცინცაძის არჩევის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

“საბჭოს წევრების უმრავლესობამ კონკრეტულად კი თოთხმეტმა წევრმა ჩათვალა, რომ ქეთევან ცინცაძე საუკეთესო იყო იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც დამოუკიდებელი ინსპექტორის პოზიციაზე განაცხადი ჰქონდათ შემოტანილი. გეტყვით, რომ იყო რამდენიმე ძლიერი კანდიდატი, თუმცა ვფიქრობ, საუკეთესო კანდიდატი აირჩა. დაახლოებით 86 კანდიდატს ჰქონდა შემოტანილი განაცხადი. ვერ ვიტყოდი, რომ აქტივობა დაბალი იყო. იყვნენ ცუდი კანდიდატებიც, იყო ასევე რამდენიმე ძლიერი და მომზადებული კანდიდატიც, რომელთაგან ქეთევან ცინცაძე გამოირჩეოდა, სწორედ ამიტომ მიიღო საბჭომ გადაწყვეტილება”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ველოდებით, მნიშვნელივან საკადრო ცვლილებებს” – ვიცე მერი
შემდეგი სტატიაკომისიამ შპს “მობიტელი“ 30000 ლარით დააჯარიმა