2023 წლის 16 დეკემბერს, რადში უკრაინის, დიდი შვიდეულის და გლობალური სამხრეთის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელთა საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ომის დასრულების კიევის სამშვიდობო გეგმას მიეძღვნა, – ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
საიდუმლო შეხვედრის მთავარი ამოცანა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ საპასუხო ზომების შემუშავება იყო. შეხვედრა საიდუმლოდ იმიტომ დარჩა, რომ მის ზოგიერთ მონაწილეს თავი კომფორტულად ეგრძნო.
სხვა საკითხებთან ერთად, მომლაპარაკებლებმა განიხილეს, თუ როგორ უნდა დაამყარონ ურთიერთობა რუსეთთან მომავალში. Blomberg-ის წყაროები კი აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა. უკრაინა და მისი G7-ის მოკავშირეები განაგრძობდნენ უარს გლობალური სამხრეთის ქვეყნების მოწოდებებზე რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინდოეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლები. ჩინეთი, ბრაზილია და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომლებიც წინა საჯარო სამშვიდობო სამიტებს, დეკემბრის შეხვედრას არ დაესწრნენ. კიევმა და მისმა მოკავშირეებმა გაიმეორეს, რომ მშვიდობა შესაძლებელია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით და რუსული ჯარების გაყვანით და ასევე, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვლადიმერ პუტინის მიზნები ბოლო პერიოდში არ შეცვლილა და მან დაარღვია წინა შეთანხმებები. ევროკავშირის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას ომში.
ახალი შეხვედრა მშვიდობის შესახებ შვეიცარიაში მომავალ კვირას, დავოსის ფორუმზე გაიმართება. Bloomberg-ის კრემლთან დაახლოებულმა წყარომ თქვა, რომ გასული წლის ბოლოს ისინი „დაუკავშირდნენ“ რუსეთის ხელისუფლებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დასადებად, მაგრამ დეტალებში არ შესულა.