საუდის არაბეთში უფლებადამცველის მეუღლე დააკავეს

საუდის არაბეთში უფლებადამცველის მეუღლე დააკავეს

საუდის არაბეთში უფლებადამცველის მეუღლე დააკავესსაუდის არაბეთში, არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია სამარ ბადავი, ცნობილი უფლებადამცველის მეუღლე, რომელიც გრძელვადიან პატიმრობაში იმყოფება.
ბიბისის ცნობით, ქალი, სავარაუდოდ, იმიტომ დააკავეს, რომ ის მართავდა ქმრის “ტვიტერ” გვერდს.
სამარ ბადავი არა მხოლოდ ვალიდ აბულჰაიდის ცოლია, რომელიც 2014 წელკს 15 წლით დააპატიმრეს, არამედ რაიფ ბადავის დაა, რომელიც ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის ლაურეატია და რომელიც საუდის არაბეთში 1000 მათრახის დარტყმით და 10 წელი ციხით არის დასჯილი.

გასულ წელს საუდის მთავრობამ რაიფ ბადავის განაჩენის სისრულეში მოყვანა იმიტომ ვერ მოახერხა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერივნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამიტომ, გამათრახება 50 დარტყმის შემდეგ შეწყვიტეს.
2015 წლის ივნისში სასამართლომ ბადავის განაჩენი ხელახლა დააადსტურა, მაგრამ ის ისევ გადაიდო უცნობი მიზეზების გამო.

რაიფ ბადავის მეუღლე, რომელსაც კანადამ მისვა თავშესაფარი სამ ბავშვთან ერთად, თვლის, რომ 1000 მათრახის დარტყმა პრაქტიკულად სიკვდილის განაჩენია მისი მეუღლისთვის.

banner
წინა სტატიაშიკიოლნში ძალადობაზე საჩივრებმა 600-სს გადააჭარბა
შემდეგი სტატიაპორტუგალიაში ფილმის გადაღება დაიწყეს, სადაც დეპარდიე სტალინს თამაშობს