საუდის არაბეთში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე კინოთეატრი პირველად გაიხსნა (ფოტო)

საუდის არაბეთში, ერ-რიადში 40 წლის მანძილზე პირველად გაიხსნა კინოთეატრი. გახსნაზე მოწვეულები იყვნენ 600-ზე მეტი სტუმარი, მათ შორის სამეფო ოჯახიდან, ბიზნესის წარმომადგენლები, მწერლები და სხვა.

საუდიში კინოთეატრები 1980-იანი წლებიდან არ ფუნქციონირებდა – ისლამისტური განწყობის მატების გამო. კინოთეატრის აღორძინების ინიციატორი მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმანია. 2030 წლისათვის ქვეყანაში 350 კინოთეატრისა და 2,5 ათასი დარბაზის გახსნაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიააზერბაიჯანული ოპოზიცია: დიქტატორი დიქტატორს ეხმარებ