საუდის არაბეთის მონარქიის ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის წევრი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას BBC-ი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრინც ბინ საუდ ალ ქაბირის სიკვდილით დასჯის განაჩენი საუდის არაბეთის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა. ვერდიქტის მიხედვით პრინცი სიკვდილით საუდის
არაბეთის მოქალაქის მკვლელობისთვის დასაჯეს.