საუდის არაბეთში 20 ქალი მინიციპალური დეპუტატი გახდა

საუდის არაბეთში 20 ქალი მინიციპალური დეპუტატი გახდა

საუდის არაბეთში 20 ქალი მინიციპალური დეპუტატი გახდასაუდის არაებთში პირველად ქვეყნის ისტორიაში მუნიციპალურმა ორგანოებმა მთავრობაში ქალები აირჩიეს. სულ ქვეყნის მასშტაბით სამეფოს 20-მა ქალმა მოიგო არჩევნები – ამის შესახებ Associated Press წერს.
მუნიციპალიტეტებში სულ 2100 კანდიდატი შევიდა. აქედან ქალები ერთ პროცენტზე ნაკლებს წარმოადგენენ, თუმცაღა, გაზეთი აღნიშნავს, რომ ეს მონაცემებიც წინგადადგმული ნაბიჯია ქალთა უფლებების დასაცავად, რომელთაც ადრე უფლება არ ქონდათ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ.

არჩევნებში სულ 7 ათასი კანდიდატი მონაწილეობდა. აქედან 979 ქალი.
მუნიციპალური საბჭოები ერთადერთი ორგანოა, რომლის არჩევის უფლება აქვთ მოქალაქეებს.
საუდიში ქალებს ჯერაც ეკრძალებათ ავტომანქანების ტარება. ასევე, მათ მაგივრად მამაკეცები წყვეტენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, ქორწინება, უმაღლესი განათლების მიღება, მოგზაურობა და სხვა.

საუდიში ხმისმიცემის უფლება ქალებს 2011 წელს მეფე აბდალამ მისცა, სიკვდილამდე 4 წლით ადრე. ადგილობრივი მართვის ორგანოები ქვეყანაში 2005 წლიდან ირჩევა და დეპუტატებს 4 წლიანი უფლებამოსილება აქვთ.

banner
წინა სტატიაშილატვიამ რუსეთთან ანტიმიგრანტული კედლის შენება დაიწყო
შემდეგი სტატიაავსტრალიაში “ნოროფენი” აკრძალეს