საუდის არაბეთმა ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილების ექსტრადაცია გამორიცხა

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილების ექსტრადაცია განახორციელოს, რომლებზეც თურქეთის პროკურატურამ დაკავების ორდერი გამოწერა. თურქეთის ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ პროკურორებს “სერიოზული ეჭვი” აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ მემკვიდრე პრინცის მუჰამედ იბნ სალმანის მთავარი მრჩეველი საუდ ალ-კახტანი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე აჰმედ ალ-ასირი 2 ოქტომბერს ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზატორებს შორის იყვნენ – მკვლელობა სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში მოხდა.
“ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ექსტრადაციას არ ვახდენთ” – თქვა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადელ ალ-ჯუბაირმა, როცა ის სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა – “ამერიკის ხმა” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სამხრეთ შტატებში 60 სმ-მდე თოვლი მოვიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს უახლოეს დღეებში ჯეიმს აპატურაი ეწვევა