საუდის არაბეთმა ისრაელის არსებობა აღიარა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ სალმანმა აღიარა, რომ ებრაელებს საკუთარ მიწაზე მშვიდობიანი ცხოვრების უფლება აქვთ – ამერიკულ ჟურნალ “ატლანტიკზე” დაყრდნობით Reuters-ი წერს. “დარწმუნებული ვარ, რომ პალესტინელებსაც და ებრაელებსაც უფლება აქვთ ჰქონდეთ საკუთარი მიწა, მაგრამ აუცილებელია შეთანხმება სტაბილურობისა და ნორმალური ურთიერთობისათვის” – განაცხადა პრინცმა. ასევე, მან თქვა, რომ ისრაელსა და გაერთიანებულ სამეფოს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ.
ადრე საუდის არაბეთი ისრაელს არ აღიარებდა. მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ერ-რიადი მხარს უჭერდა პალესტინელებისთვის სახელმწიფოს ქონას და იორდანიის დასავლეთ ნაპირიდან ებრაული ჯარისკაცების გაყვანას ითხოვდა, რომლებიც იქ 1967 წლიდან დგანან.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადაციას ითხოვს
შემდეგი სტატიარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა