22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

საუდის არაბეთმა იემენში ჰუსიტების სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა

საუდის არაბეთის ლიდერობით მართულმა არაბულმა კოალიციამ იემენში “ანსარ ალას” დაჯგუფების სამხედრო სამიზნეებზე საჰაერო იერიში მიიტანა.  გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი წითელ ზღვაში საუდის არაბეთის ნავთობტანკერებზე ჰუსიტების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს მოჰყვა. კოალიციის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა თურქი ალ-მალქიმ განაცხადა, რომ დარტყმებმა მოიცვა მხოლოდ ის სამხედრო ობიექტები, რომლებსაც ჰუსიტები სავაჭრო გემებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ.

როგორც Reuters-ი იუწყება,  საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იემენიდან იანბუს ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების მიმართულებით გაშვებული ორი ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს.

შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტებმა კვირის დასაწყისში საუდის არაბეთს საზღვაო ემბარგო გამოუცხადეს. ჰუსიტებმა სამეფოს წითელი ზღვისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტის მეშვეობით ნავთობის ექსპორტის გატარება შეუზღუდეს და ნავთობით დატვირთულ 10-მდე ხომალდს უკან დაბრუნება აიძულეს.

რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰუსიტების შემდგომ იერიშებზე პასუხისმგებლობას თეირანს დააკისრებს. Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ ირანი მეამბოხეებს საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს, რის გამოც თეირანი მკაცრ სამხედრო სასჯელს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიხანძარი თბილისთან ახლოს – რა ხდება ადგილზე
შემდეგი სტატიაკახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა