საუდის არაბეთმა პრევენციული ზომების სახით ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ნედლი ნავთობის მილსადენი გათიშა. ოფიციალური ერ-რიადის ცნობით, გადაწყვეტილება ერაყის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება.
იერიშის შედეგად, რომელიც ერ-რიადისა და მედინის რეგიონებში გამავალ ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების ესკალაციისა და მილსადენზე თავდასხმის ფონზე, ნავთობის ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში პირველად 100 დოლარს გადააჭარბა (კვირის ჭრილში ზრდამ 8%-ზე მეტი შეადგინა).








