9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო: ერ რიადის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა გავანადგურეთ

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერ რიადის მიმართულებით გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს.

როგორც საუდის არაბეთის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურში განმარტეს, წინასწარი შეფასებით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიუხედავად ამის, გაიცა გაფრთხილება, რომ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევები დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გაიფანტა.

მოსახლეობას მოუწოდეს, თავი შეიკავონ შეკრებისგან. რაკეტების წარმომავლობა ჯერჯერობით ოფიციალურად დადგენილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიირანის ომის გამო პროტესტის ნიშნად, აშშ-ს კონტრდაზვერვის შეფმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის ევროკავშირს შეუერთდეს