საუდის არაბეთის სამეფო ოჯახში არ სურთ მემკვიდრე პრინცი მეფე გახდეს

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახიდან ბევრს არ სურს მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდი მეფე გახდეს – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სამეფო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გვარის ათობით პრინცი მემკვიდრეობის პრინციპების შეცვლას აპირებს, მაგრამ არაფერს შეცვლიან მანამდე, სანამ მეფე, 82 წლის სალმან ბინ აბდულ-აზიზი ცოცხალია. მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ მისი შვილის მაგივრად, მისი მკვიდრი ძმის, აჰმედ ბინ აბდულ-აზიზის ნახვა სურთ. აჰმედის მომხრეები დარწუმებული არიან, რომ ის არც ერთ სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმას არ შეაჩერებს, ალ-საუდის დინასტიას ერთობას დაუბრუნებს და პატივს სცემს საერთაშორისო შეთანხმებებს.
33 წლის მეფის შვილს 76 წლის პრინცს არჩევენ არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ, სამეფო უსაფრთხოების აპარატის თანამშრომლები და დასავლეთიც. სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აჰმედის კანდიდატურას მხარს დაუჭერს აშშ.

2 ოქტომბერს თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მოკლეს. ამერიკის სპეცსამსახურებისა და ოფიციალური თურქეთის მტკიცებით, მკვლელობის უკან მემკვიდრე პრინცი დგას.

banner
წინა სტატიაშიერთი წლის განმავლობაში მე ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში
შემდეგი სტატიაშსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა