საუდის არაბეთის პრინცმა სალმანმა ხაშოგის მკვლელობას “ამაზრზენი ინციდენტი” უწოდა

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბენ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობას, რომელიც საუდის არაბეთის საკონსულოში, თურქეთში მოხდა, “ამაზრზენი ინციდენტი” უწოდა.

ამ დანაშაულს გამართლება არა აქვს და ის ყველა საუდელისთვის მძიმეა – ამის შესახებ სალმანმა ინვესტორთა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ერ-რიადში მიდის და რომელსაც აშშ-მ და ევროპამ ბოიკოტი გამოუცხადა.

პრინცმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ საქმის გამოძიება დასრულდეს და დამნაშავეები დაისაჯონ – წერს “დოიჩე ველე”

საუდის არაბეთმა მსოფლიო თანამეგობრობის ძლიერი ზეწოლის შემდეგ აღიარა, რომ ჯამალ ხაშოგი მართლაც საკონსულოში ჩხუბის დროს შემთხვევით მოკლეს,თუმცა ამავე დროს, ამ ვერსიის ბევრს არ სჯერა.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაშოგის მკვლელობას “ველური მკვლელობა” უწოდა. აღნიშნულ საქმეში ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მკვლელობაში პრინც სალმანის გარემოცვაა გარეული.
დღეს აშშ-მ და ბრიტანეთმა საუდის არაბეთის ათეულობით მოქალაქეს, რომლებიც შესაძლოა, გარეული არიან მომხდარში, სანქციები დაუწესეს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს კომიტეტი: საფრანგეთში ნიქაბის ტარების აკრძალვა ადამიანის უფლებების დარღვევაა
შემდეგი სტატია,,ზურაბიშვილის საარჩევნო შეხვედრაზე გამოჩენა არ ზღუდავს ჩემი გამოხატვის თავისუფლებას”