საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა ერ რიადში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უმასპინძლა.
„ძალიან კარგია, რომ დღეს აქ ხართ. მჯერა, რომ ბევრი განსახილველი საკითხი გვაქვს, როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონული და სხვა მიმართულებებით. ჩვენთვის პატივი იქნება, რომ ვითანამშრომლოთ თქვენთან, პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან. ეს მნიშვნელოვანია როგორც საუდის არაბეთისთვის, ასევე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა.
მარკო რუბიო საუდის არაბეთში უკრაინის საკითხზე რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის იმყოფება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებები შეეხება უკრაინაში ომის დასრულებასა და რუსეთ-აშშ-ის ფართო ურთიერთობების აღდგენას.