საუდის არაბეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმა

საუდის არაბეთი აშშ-რუსეთს შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ეხება, მიესალმება – ამის შესახებ მეფე სალმან აბდელ აზიზ ალ საუდმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო დიალოგში განაცხადა.
“საუდის არაბეთი მიესალმა მიღწეულ შეთანხმებას და მზაობა გამოხატა რუსეთთან ერთად მის რეალიზაციაში მიიღოს მონაწილეობა” – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-აშშ-ს შორის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 27 თებერვლიდან შევა.

banner
წინა სტატიაშიპეკინმა მილიარდელების რიცხვით ნიუ-იორკს გაასწრო
შემდეგი სტატია“ლევან ბერძენიშვილი არის ჩემი შვილის ნათლია” (ვიდეო)