საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღიურ ნახევარ მილიონ ბარელამდე შეამცირებს

საუდის არაბეთი დეკემბრიდან ნავთობის მოპოვების შემცირებას აპირებს – ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალენ ბენ აბდელ აზიზ ალ-ფალეხმა ორშაბათს, 12 ნოემბერს განაცხადა აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაზე. მინისტრის თქმით, “ტექნიკურმა ანალიზმა” აჩვენა, რომ საჭიროა ნავთობის მოპოვების ნახევარ მილიონ ბარელამდე შემცირება დღიურად იმისათვის, რომ ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს – “დოიჩე ველე” წერს. მანამდე ოპეკისა და გაერთიანებაში არ მყოფმა ქვეყნებმა კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ აუცილებელია ნავთობის მოპოვების “ახალი სტრატეგიების” შემუშავება, რადგანაც მიმდინარე მომენტში წარმოება მოთხოვანზე მაღალია.
ალ-ფალეხმა თქვა, რომ ნავთობის დიდი მარაგი არსებობს და რომ არ დაუშვებენ ნავთობის ფასის ვარდნას, რაც უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა ახალ რუსულ რაკეტას სტაბილურობის საფრთხე უწოდა
შემდეგი სტატიაათობით ქვეყანა კიბერშეტევებთან ბრძოლის შესახებ შეთანხმდა