საუდის არაბეთი აშშ-ში 750 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვით იმუქრება

საუდის არაბეთი აშშ-ში 750 მილიარდი დოლარის აქციების გაყიდვით იმუქრება

საუდისაუდის არაბეთი ვაშინგტონს აშშ-ში მრავალმილიარდიანი აქტივების გაყიდვით დაემუქრა – როგორც The New York Times-ი წერს, ამის მიზეზი ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროეტი შეიძლება გახდეს, რომლის მიხედვითაც, საუდის მთავრობა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში მონაწილეობდა, რაც თავისთავად, მთავრობის სისხლის სამართლებრივ დევნას გამოიწვევს.
გაზეთის ინფორმაციით, საუდის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა პირადად ამცნობა ამის შესახებ კონგრესმენებს, მარტში, ვაშინგტონში ვიზიტისას. მისი თქმით, სამეფო იძულებული გახდება სახელმწიფოებრივი ფასიანი ქაღალდები და სხვა აქტივები გაყიდოს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 750 მილიარდი დოლარია, ვიდრე სასამართლოს უფლება მისცეს ის გაყინოს.

banner
წინა სტატიაშიისრაელი და აზერბაიჯანი: სტრატეგიული თანამშრომლობა
შემდეგი სტატიადუბაიში გარდაცვლილი გოგონას ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ადგილობრივებთან ჩხუბი გახდა