საუდის არაბეთი აშშ-სგან მილიარდობით დოლარის შეიარაღებას შეიძენს

აშშ-მ და საუდის არაბეთმა რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს THAAD-ის შეძენის შეახებ შეტანხმება გააფორმეს – ტელეკომპანია CNBC-მ სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. სულ სამეფო 44 კომპლექსის შეძენას აპირებს, რაც, ჯამში დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. აღნიშნავენ ასევე, რომ ხელშეკრულებაზე, ჯერჯერობით, ხელი არ არის მოწერილი. საუდის არაბეთის საკონსულოში ტელეარხს აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებით კომენტარი არ მისცეს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადება გააკეთა, რომ ამერიკა სამეფოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს და ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმის გამო სამეფოსთან კავშირების გაწყვეტას არ აპირებს. ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში, თურქეთში მოკლეს. ერ-რიადმა მკვლელობა მხოლოდ 21 ოქტომბერს აღიარა. ოფიციალური თურქეთი ვარაუდობს, რომ მკვლელობის უკან მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდის გარემოცვა დგას.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში პატიმარმა 90 ადამიანის მკვლელობა აღიარა
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან ციტრუსის ექსპორტი შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტია