საუდის არაბეთი 5 მილიონი მიგრანტის გაძევებაზე ფიქრობს

საუდის არაბეთი ქვეყნიდან 5 მილიონი მიგრანტის, ანუ, ქვეყნის მოსახლეობის 20%-ის საკუთარი ტერიტორიიდან გაძევების საკითხს განიხილავს – დღეს ადგილობრივი Al Hayat-ი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დეპორტაციის პროგრამას საკონსულტაციო საბჭო განიხილავს. ინიციატივა დეპუტატს, დოქტორ სადკ ფადელს ეკუთვნის. ამასთანავე, მთავრობას ეშინია იმისი, რომ მიგრანტები მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას მოითხოვენ.
მსგავსი პროგრამა პირველად არ ტარდება საუდის არაბეთში. მაგალითად, 2013 წელს მიგრანტებს მთავრობამ შესთავაზა ქვეყნის დატოვება ან ოფიციალურად დარეგისტრირება. მაშინ დაახლოებით 4 მილიონმა ადამიანმა მიიღო სამუშაოს უფლება, ქვეყანა კი ერთმა მილიონმა მიგრანტმა დატოვა.
საუდის არაბეთში ინდოეთის, პაკისტანისა და ბანგლადეშის მოქალაქეები ჩადიან.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში ჰოლანდიის საელჩოს თავზე თურქული დროშა აღმართეს
შემდეგი სტატიაირანმა ტანკ “კარარის” სერიული წარმოება დაიწყო