საუდელებმა, რომლებმაც ჯამალ ხაშოგი მოკლედ, მომზადება აშშ-ში გაიარეს

საუდის არაბეთის ოთხმა მოქალაქემ, რომლებიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილეობდნენ სტამბოლში 2018 წელს, აშშ-ში სპეციალური მომზადება გაიარეს კონტრაქტით, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა – 22 ივნისს The New York Times-მა გაავრცელა.

როგორც გამოცემა იტყობინება, მათ მომზადება გაიარეს ანკანზასის შტატში, სააგენტო Tier 1 Group-ში, რომელიც კერძო კომპანიას ეკუთვნის. სააგენტოში განაცხადეს, რომ საუდელი სპეცჯგუფების წვრთნები “საუდელი ლიდერების უფრო ეფექტურად დასაცავად” თავდაცვით ხასიათს ატარებდა – “დოიჩე ველე” წერს.

Tier 1 Group-მა ინსტრუქტაჟი 2014 წელს დაიწყო, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს და მათ მინიმუმ 2017 წლის ბოლომდე ასწავლიდა, ანუ, იმ პერიოდში, როცა საუდის არაბეთში “სხვანაირად მოზაროვნეებზე” მასშტაბური კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის, წამება, დაკავება და დევნა.

გაზეთი უთითებს, რომ არ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ამერიკელმა ჩინოვნიკემბა იცოდნენ იმის შესახებ, რომ წვრთნაში მყოფი პირები საუდის არაბეთში მიმდინარე რეპრესიებში ჩართული იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, რომელიც ელ-რიადს აკრიტიკებდა, 2017 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” მუშაობდა. ჟურნალისტი 2018 წელს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.
საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმან ალმა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღო, თუმცა თქვა, რომ ჩინოვნიკების მოქმედებები მასთან არ ყოფილა შეთანხმებული.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში ყალბი ტესტების გაცემაზე გამოძიება დაიწყეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკში ფულად გზავნილებზე განსაკუთრებული კურსია