გიორგი მარგველაშვილი: საუბრობდნენ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია

გიორგი ბარამიძე საქართველოს პრეზიდენტს პასუხობს

margvelashviliამ 2-წლიან პროცესში, პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა, რომელთანაც მანამდე შესაძლებელი იყო კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, მომავალშიც იქნება, არის გიორგი კვირიკაშვილი. იგი არასდროს კარგავდა სახეს, როგორც მინისტრი, თუ როგორც ვიცე-პრემიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მიმდნარე პროცესების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური გუნდი, იყო ერთიანი. ამ პოლიტიკურ გუნდთან მიმართებაში, სერიოზული განსხვავებები პოლიტიკურ ფიგურებს შორის არ არის, რადგან იგივე პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების წარმომადგენლები უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტების, პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციის თაობაზე, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია. საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ როდესაც პრეზიდენტი მოიწევევს პარლამენტის სხდომას, ნუ დაუჯერებთ პრეზიდენტს და ნუ მიხვალთ იმ სხდომაზე, რადგან დეპუტატი თურმე პარლამენტში არ უნდა მიდიოდეს პრეზიდენტის დაძახილზე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი მას პრინციპულად უპირისპირდებოდა, როდესაც იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა და საპრეზიდენტო გამოსვლაზე საუბარი.

„ეს არის ის გუნდი, რომელიც ვერ ხედავდა ჩემს ადგილს საქართველოს პარლამენტში. ეს არის ის გუნდი, რომელიც უნისონში, სწორედ ამ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, ბატონი “ქართული ოცნების” დეპუტატი და ბატონი „რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატი, ერთად ქმნიდნენ იმ კანონპროექტს და გმობდნენ პრეზიდენტის ვეტოს ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, რომელიც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა. ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც უნისონში ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტს შესაბამისი კორესპონდენცია არ მიეღო უცხოეთიდან. ნაკლებად ვერთვები ან ყურადღებას ვაქცევ ამ პროცესს. შემიძლია ვთქვა, რომ მთელ ამ 2-წლიან პროცესში პოლიტიკური ფიგურა, რომელთანაც მე შევძელი ურთიერთობა, რომელთანაც მანამდეც შესაძლებელი იყო კონსტრუქციული დიალოგი, დღესაც შესაძლებელია და იმედია, მომავალშიც ასე იქნება, არის გიორგი კვირიკაშვილი. შესაბამისად, ახლა დანარჩენ ფიგურანტებზე ნაკლებად მინდა ვისმჯელო, ამ პროცესს აქვს თავის ისტორია“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

https://youtu.be/OpDK9mbqac8

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი გამოაცხადა
შემდეგი სტატიადიმიტრი პესკოვი: რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი არ არსებობს