საუბრები ფაქტების გარეშე – რა ტყუილებში ამხელენ ანა წითლიძეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე საკუთარ გვერდზე სიას აქვეყნებს და ამბობს, რომ თითქოს ზუგდიდში სხვადასხვა თანამდებობის პირები მოქალაქეებისთვის პირადობის ჩამორთმევის საქმეში არიან ჩართული.
ამ სიაში პირველ ნომრად ანა წითლიძეს ლევან კაკავა ჰყავს მონიშნული და წერს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსი პირველი ტურის დასრულების შემდეგ თურქეთში კრიმინალურ ავტორიტეტებთან შესახვედრად გაემგზავრა.
ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ შემოსავლების სამსახურში ვცადეთ. უწყებაში ამბობენ რომ ლევან კაკავა თურქეთში წინასწარ რამდენიმე თვით ადრე შეთანხმებული ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ამის შესახებ უწყებას ინფორმაცია განთავსებული აქვს ოფიციალურ გვერდებზე და გავრცელებული აქვს მედიასაშუალებებით.

ანა წითლიძის პოსტისგან განსხვავებით, რეალურად შემდეგი რამ მოხდა: ქალაქ იზმირში, შედგა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების სამმხრივი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე საფარ მეჰდიევი და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე რიზა თუნა თურაგაი. სამმხრივ ფორმატში, მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის, საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი, რომელიც მოიცავს, როგორც კანონაღსრულებას, ასევე, საბაჟო გამშვები პუნქტების გამარტივებულ კონტროლის პროცედურებს, ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის სისტემებს (e-TIR) და სხვა.
ანა წითლიძე ამბობს, რომ რუსთაველის 66-ნომერში ქუჩაზე ქართულმა ოცნებამ გახსნა არაფორმალური შტაბი, სადაც თითქოსდა ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერების პირადობებზე მუშაობენ. რეალურად შტაბი მმართველი გუნდის კანდიდატის მამუკა წოწერიას მხარდამჭერთა შტაბია და ამის შესახებ პარტიის ადგილობრივმა ორგანიზაციამ ინფორმაცია, მხარდამჭერთა შტაბის გახსნისთანავე გაავრცელა მედიასაშულებებით.

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Frustavi2.ge%2Fka%2Fnews%2F212422%3Ffbclid%3DIwAR1NoasxKp1l6SKmfV5LROYlazsHLC3b18e3fHYru0CYaGteZO_vwVvL5to&h=AT1igDzYjblgV35Ja0C360fkMFgOdpRyMwYtKB7Yb2HT6pi3AUNG1SByVshQlFlWnOhaljjFTggl2k-myuXX6IjWdsorzpPyemX2BztQRn7ZwHyxGuVcSFa_hs42c-wfH5SG

წითლიძეს გამოქვეყნებულს სიის გარდა, რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია. მმართველ პარტიაში კი გვითხრეს, რომ მისი სტილი ტყულებით მანიპიულირებაა, რაც არაერთხელ ფაქტებით დამტკიცდა, მათ შორის არჩევნების დღეს, როდესაც მედიას ცრუ ინფორმაციებს აწვდიდა ადგილზე გადასამოწმებლად მისულ ჟურნალისტებს კი სულ სხვა სურათი ხვდებოდა. მმართველი პარტიის ზუგდიდის ოფისში ანა წითლიძეს ურჩევენ სიცრუის ტირაჟირებას მოეშვას და 30 ოქტომბერს ფსიოქლოგიურად მარცხისთვის მოემზადოს.

banner
წინა სტატიაშიბექა ოდიშარია მიხეილ სააკაშვილზე – არავინ არავის სასიკვდილოდ არ იმეტებს
შემდეგი სტატიახოშტარია – „ქართული ოცნებისთვის“ ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც მათ არ ეთანხმება, არის მიკერძოებული