საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება და მათ საოლქო კომისია აირჩევს

საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა 7 წევრით განისაზღვრება, რომელთაც შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, იმ პირობით, თუ მხარს დაუჭერს, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული 3 წევრი მაინც.

საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ასეთი წესი “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილბებით შემოდის, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა და ინიცირებისთვის პარლამენტს უკვე წარედგინა.

პოლიტიკური პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წარმომადგენელს ეძლევა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის განსაზღვრული შრომის ანაზღაურება, თუ არსებობს ერთ-ერთი პირობა: – პარტია ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული იყო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით და მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი; პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება და ჰყავს პარლამენტის სულ მცირე ერთი წევრი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისერგო ჩიხლაძე – პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ
შემდეგი სტატიავახტანგ კალოიანი – საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა კანონდარღვევა და სახიფათო იქნება