“საუბარი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც მოატყუა, არის ტყუილი”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საუბარი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც მოატყუა, არის ტყუილი. მისივე თქმით, ამის თქმა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგშია.

„საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ჩვენს საზოგადოებას ატყუებს, არის მტკნარი სიცრუე. ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“, მათი სატელიტი პარტიებისა და მათი პარტიული ტელევიზიების დღის წესრიგი. „ქართული ოცნება“ არ ატყუებს არც საკუთარ ამომრჩეველს და არც საზოგადოებას. თუკი ვინმე ატყუებდა ხალხს, ეს იყო და არის დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით.

მიუხედავად იმისა, რომ იყო საუბრები, მოწოდება და თხოვნა, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესგან, რომ ჩვენ მხარი დაგვეჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის, მოგეხსენებათ, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ უტიფარი განცხადებებით იყო გაღიზიანება და ამანაც შეუწყო ხელი, რაც შემდგომ მაჟორიტარების მხრიდან მხარის არდაჭერაში გამოიხატა. ახლა იმაზე საუბარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც მოატყუა, ეს არის ტყუილი“, – აცხადებს ოხანაშვილი.

banner
წინა სტატიაშირატომ გაანეიტრალეს იოსებ ოხანაშვილი და დეკანოზი გიორგი მამალაძე? ისინი ხომ პატრიარქის ყველაზე უფრო უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ
შემდეგი სტატიალურსმანაშვილი- გიგი უგულავას გაშლილი ხელები შემაშინებს თუ დავით ბაქრაძის რეიტინგულობა?