საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე, კონკეტული პირების მიმართ, ასევე ცესკოს თანამშრომლების დამაღლჩინოსნების მიმართ, ვისი მეთაურობითაც მოხდა გაყალბება

ანა დოლიძემ პარტია "ხალხისთვის" დააფუძნა

ოპოზიციას და ევროკავშირის დელეგაციას შორის საგანგებო შხვედრა დასრულდა – როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ანა დოლიძემ   განაცხადა, საუბარი იყო იმაზე, “კონკრეტულად ევროკავშირმა რა შეიძლება გააკეთოს, რომ „ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები“.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ქვეყნის ეკონომკური მდგომარეობა და ის გზები, როგორ გაგრძელდეს დახმარება ქართველი ხალხის მიმართ.

საუბარი იყო იმაზე, კონკრეტულად ევროკავშირმა რა შეიძლება გააკეთოს, რომ „ოცნებამ“ დანიშნოს ახალი არჩევნები და ასევე არაღიარება მოხდეს ამ არჩევნების. საუბარი იყო სანქციების გამოყენებაზე, კონკეტული პირების მიმართ, ასევე ცესკოს თანამშრომლების დამაღლჩინოსნების მიმართ, ვისი მეთაურობითაც მოხდა გაყალბება. საუბარი იყო საერთაშორისო გამოძიებაზე და ყველა მექანიზმზე, რომელიც რეალურია, უბრალოდ ჩამოსაყალიბებლები არიან, როგო შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას სასწრაფოდ. ასევე საუბარი იყო ეკონომიკურ მდგომარეობაზე- მნიშვნელოვანია, რომ დახმარება გაგრძელდეს ხალხის მიმართ. ევროკავშირი მზადაა, უბრალოდ ახლა ბიუროკრატიამ უნდა იმუშაოს, რომ ეს ყველაფერი გატარდეს“, – განაცხადა დოლიძემ.

დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება. “პირველების” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აქციაზე ქართველ ხალხს სიტყვით მიმართავენ თბილისში მყოფი 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.

banner
წინა სტატიაშიISFED-ის ახალი კვლევა – ცესკოს რეპუტაციის დაზიანების მორიგი მცდელობა
შემდეგი სტატიაუკრაინულმა ძალებმა მოსკოვის ოლქში რუსული საბრძოლო ვერტმფრენი გაანადგურეს