საუბარი გვქონდა შექმნილ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე – სამადაშვილი ნიკა გვარამიას შეხვდა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მოინახულა. მისი თქმით, საუბარი შეეხო სამოქმედო გეგმას და სამომავლო ბრძოლის ეტაპებს იმისთვის, რომ ნიკა გვარამია რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს.

მათ ქვეყნის ევროპულ მომავალზეც ისაუბრეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნიკა, როგორც ყველა მართალი ადამიანი, რომელიც საკუთარი სიმართლისთვის და ღირებულებებისთვის დღეს არის ამ რეჟიმის ტყვე, თავს გრძნობს ძალიან მხნედ, იმიტომ რომ მთავარია ადამიანმა იცის რისთვის იბრძვის და ნიკა გვარამიამ ეს ზუსტად იცის. ჩვენ საუბარი გვქონდა ზოგადად, რა ვითარებაც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო და რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდეს საბოლოოდ ჩამოწერილი, პირდაპირ რომ ვთქვათ, დასავლეთის მხრიდან.

როდესაც ახლა უნდა გამოქვეყნდეს უკვე დასაბუთებული, არგუმენტირებული გადაწყვეტილება მის საქმეზე, ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი ეტაპები ბრძოლის იმისთვის, რომ ნიკა გვარამია ამ უკანონო, უსამართლო პატიმრობისგან გათავისუფლდეს რაც შეიძლება სწრაფად”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია დარჩიაშვილი – პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ომი საფრთხეს წარმოადგენს ყველა ღია საზოგადოებისთვის, მათ შორის ესპანეთისთვის, უკრაინის მხარდაჭერა ერთადერთი გზაა, რომ მსოფლიოს გარკვეული მომავალი ჰქონდეს – ესპანეთის პრემიერ-მინისტრი