საწვავის ფასმა ისევ მოიმატა

საწვავის ფასმა ისევ მოიმატა – უკვე რამდენიმე კვირაა ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება. ზოგიერთი კომპანიის ბენზინის საფასური 3 ლარზე მეტია.

ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყნის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგს მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობენ და საწვავის ფასის მატებას ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირებენ.

ავტომფლობელები საწვავზე ფასის მომატებას მთავრობის უმოქმედობას უკავშირებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

გაძვირებული პროდუქტების, მედიკამენტისა და საწვავის პარალელურად, სტატისტიკის სამსახურმა საარსებო მინიმუმის შესახებ ახალი მონაცემი გამოაქვეყნა სადაც ამტკიცებს, რომ ადამიანს დღევანდელ საქართველოში ერთ თვიანი არსებობისთვის 180 ლარი ეყოფა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 576 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიატემპერატურა +35 გრადუსამდე დათბება – ამინდის პროგნოზი