30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

საწვავის დეფიციტის გამო რუსეთში მაღაზიებს რძის პროდუქცია შეფერხებით მიეწოდება

საწვავის დეფიციტის გამო რუსეთში მაღაზიებს რძის პროდუქცია შეფერხებით მიეწოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას Forbes ასოციაცია “სახალხო ფერმერის” მიერ საცალო მოვაჭრეებისთვის გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

წერილში წერია: „სოფლის მეურნეობის მწარმოებლები, ფაქტობრივად, იმ გარემოებების მძევლები აღმოჩნდნენ, რომლებიც შეუძლებელს ხდის მიწოდების ვადებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ვალდებულებების სათანადოდ შესრულებას”.

ორგანიზაციის ცნობით, მწარმოებლები შეფერხებებს უკვე განიცდიან უდმურტიის, ვოლგოგრადისა და ასტრახანის ოლქებში, რის გამოც ისინი სავაჭრო ქსელებს სთხოვენ, დაგვიანებისთვის საჯარიმო სანქციები და პასუხისმგებლობის სხვა ზომები არ დააკისრონ.

banner
წინა სტატიაშიმოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას ვერ დაესწრება – ირანის წარმომადგენელი
შემდეგი სტატიაპროფესორ არჩილ ჩხოტუას ხელმძღვანელობით საქართველოში უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩატარდა