საწყენია, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი განცხადება არ გაკეთებულა – ცერცვაძის უკრაინაში გამგზავრება სააკაშვილმა უზრუნველყო

ტატიანა ცერცვაძე უკრაინაში მიემგზავრება. ცერცვაძე აცხადებს, რომ მისი გამგზავრება მიხეილ სააკაშვილმა უზრუნველყო.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან მას არც არავინ გამოხმაურებია და ამბობს, რომ ბოლო წუთამდე ელოდა მატ ოფიციალურ განცხადებას მაინც.

,,კიევში მივემგზავრები, ჩემ მეუღლეს სასამართლოზე შევხდები და უშუალოდ მისი ადვოკატისგან შევიტყობ ყველა ინფორმაციას. გუშინ ვერც მოვასწარი მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობა გადამეხადა, რომელმაც თვითმფრინავის ბილეთი ამიღო და ჩემი გამგზავრება უზრუნველყო. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებდნენ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი განცხადება არ ყოფილა, რის გამოც გული ძალიან მწყდება”, – განაცხადა გია ცერცვაძის მეუღლე ტატიანა მესხმა ინტერპრესნიუსთან.

banner
წინა სტატიაშიარეულობების დროს ბრაზილიის ციხიდან 200-მდე პატიმარი გაიქცა
შემდეგი სტატიათუ მიზანშეწონილია, პრეზიდენტის შენიშვნებს გავიზიარებთ, თუ არა, ვეტო იქნება დაძლეული ძალიან მშვიდად – ქანთარია