“საწარმოს, რომელსაც მანქანა-დანადგარები შემოაქვს, საზღვარზე დღგ-ს აღარ გადაიხდის”

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ინვესტიციების პლაცდარმი გახდეს

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, იმპორტიორზე, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს, დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, შეღავათები დაწესდება.

როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ასეთი იმპორტიორი, ძირითადი საშუალების იმპორტისას, დღგ-ს აღარ გადაიხდის.

“ჩვენ ძალიან საინტერესო წინადადება გვაქვს საქართველოს პარლამენტისათვის, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითრებას, ეკონომიკურ ზრდას და ინვესტიციებს. საუბარი შეეხება იმას, რომ თუკი საწარმოს შემოაქვს მანქანა-დანადგარები, ის საზღვარზე აღარ გადაიხდის დღგ-ს ამ მანქანა დანადგარებზე. ასევე არა თუ საზღვარზე, საერთოდ აღარ გადაიხდის მას და ჩაეთვლება მომავალ გადახდებში“, – აღნიშნა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშისაგადასახადო კოდექსში ცვლილებები სავარაუდოდ 1 ივლისიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატია“ე.წ. ფინანსური პოლიცია საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს”