სატყეო სააგენტომ ბალდის კანიონის მიმდებარედ არსებული მიწა და ტყე „კანიონ 350″-ს მართვის უფლებით 36 წლით გადასცა

სატყეო სააგენტომ ბალდის კანიონის მიმდებარედ არსებული მიწა და ტყე „კანიონ 350″-ს მართვის უფლებით 39 წლის ვადით, ანუ 2062 წლამდე გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მანამდე „კანიონ 350-მა“ სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი მიწები თვითნებურად შემოღობა, სადაც უკანონო მშენებლობა დაიწყო და შესაბამისად, ტყის ლანდშაფტი გაანადგურა. სწორედ ამიტომ ბალდის კანიონის “მცველებმა” და ადგილობრივმა მოსახლეობამ პერმანენტული აქციები დაიწყო და ვანდალურ პროცესებს ხელი შეუშალეს.

შეგახსენებთ: ბალდაში უწყვეტი პროტესტი რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, ადგილზე გაშილილია კარავი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მორიგეობს და ინვესტორს ადგილზე არ უშვებს.

“თაიმერი” ბალდის კანონის შესანარჩუნებლად შექმნილი მოძრაობის წევრ ცოტნე თვარაძეს ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, პროტესტი გძელდება. ამასთან, „მცველები“ სატყეო ფინდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ და გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაში„საახალწლო სოფელი“ სტუმრებს შვიდი იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე პრეზიდენტზე – ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ?