„სომხეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღარა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
„საქმე არ არის მხოლოდ ბოლო კონფლიქტის შედეგებში, საქმე ისაა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე“, – განაცხადა პუტინმა.
ამ სიტუაციაში, პუტინის თქმით, ჩნდება ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები, ასევე საკითხი, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატს უკავშირდება.