ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

9 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება დისკუსია: მოვლენები, შესაძლებლობები და დაბრკოლებები ქართულ – ევროპულ გზაზე: რა არის შემდეგი?
როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთირთობების ფაკულტეტის წარმომადგენელი, ანასტასია ფუტკარაძე, რომელიც უკვე მეორე თვეა სამუშაო ვიზიტით იმყოფება ევროპარლამენტში, გვატყობინებს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველოს ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

გეოპოლიტიკური ზეწოლისა და სხვა დაბრკოლებების მიუხედავად, საქართველოში არსებობს სრული კონსესუსი ევროპული ინტეგრაციის მიზნის შესასრულებლად. ევროკავშირი თავის მხრივ აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპეიზაციის გზაზე.
საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და უკვე სარგებლობს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმითა და ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯერ არ მიუღია გაწევრიანების კონკრეტული პერსპექტივა, ევროკავშირი აღიარებს მას, როგორც მოწინავე ქვეყანას რეგიონში. უფრო მეტიც, ბოლო დროს ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საწინდრად უნდა იქნეს მიჩნეული შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ევროკომისიის კოლეჯის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რაც საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობის მხრიდან სწორი მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, მსგავსი მოვლენები საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებად შესამჩნევია და მათ არ გააჩნიათ ისეთივე წონა, როგორიც აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას.
9 ივლისს პოლიტიკური დისკუსია შემდეგ საკითხებზე გაიმართება: რა შეიძლება იყოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მომდევნო სიმბოლური ეტაპი? როგორ გამოვიყენოთ ინსტიტუციური ჩართულობის შესაძლებლობები საქართველოს ევროპეიზაციის პროცესის მხარდასაჭერად? როგორ შეიძლება განისაზღვროს საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციის შესაძლო გზამკვლევი და რა მნიშვნელოვანი ფაქტორებია გასათვალისწინებელი ამ პროცესში?
დღის წესრიგის მიხედვით, დისკუსიაში მისასალმებელი სიტყვით გამოვა, თეონა ლავრელაშვილი – „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“; დისკუსიის მონაწილეებს მიმართავენ კატარინა მატერნოვა – გენერალური დირექტორის მოადგილე DG NEAR და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი; მიხეილ გალერი – ევროპარლამენტარი, საქართველო-ევროკავშირის მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე; დირკშუბელი – საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის სამმართველოს უფროსი; სტივენ ბლოკმანსი – უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, CEPS; ჯერზი პომიანოვსკი – აღმასრულებელი დირექტორი, ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის, EED.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – ამ დროისთვის, ღვარცოფის საფრთხე არ არსებობს, შესაბამისად, სოფელ ჭუბერში მოსახლეობის ევაკუაცია არ იგეგმება
შემდეგი სტატიაბებია შოთიკოს სიცოცხლისთვის იბრძვის