20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

სათამაშო ბიზნესისთვის ჯარიმები მკაცრდება

Roulette wheel

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობას მკაცრად ზრდის. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, ჯარიმების ოდენობა მკვეთრად იზრდება, რადგან მთავრობის განცხადებით, ამჟამად მოქმედი ტარიფები რეალურ შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებს და ეფექტიან პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.

მიღებული პროექტის მიხედვით, სამორინეს (კაზინოს) მოწყობის პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა. სათამაშო აპარატების სალონებისთვის კი სანქცია ათჯერ გაიზარდა და 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი გახდა. აზარტული კლუბებისა და ონლაინ-ტოტალიზატორების ორგანიზატორებისთვის ჯარიმები 20 000 ლარამდე აღწევს.

მთავრობის განმარტებით, აქამდე არსებული სიმბოლური ჯარიმები რეალურ შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებდა და ბიზნესი კანონს მიზანმიმართულად არღვევდა:

„ნებართვის მფლობელისათვის ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდეგ ჯარიმის გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა“, — ნათქვამია მთავრობის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაში“თვითკმაყოფილების დრო არ არის”- ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატია“ჩვენთვის არ არის საინტერესო” — კობახიძე ქართული კომპანიების დასანქცირებაზე