სატელეფონო თვალთვალი – შესაძლებელია მაკრონის ტელეფონიც ისმინებოდა

სათვალთვალო პროგრამა “პეგასუსის” დახმარებით, შესაძლებელია საფრანგეთის პრეზიდენტს ეამნუელ მაკრონს და რიგ მინისტრებს უსმენდნენ – ფრანგული მედია წერს.
ჟურნალისტების ინფორმაციით, მაკრონის სმარტფონი, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ედუარდ ფილიპისა და სხვა 14 მინისტრის ტელეფონები, სავარაუდოდ, 2019 წლიდან ისმინებოდა.
პრეზიდენტისა და მინისტრების ნომრები ის 50 ათასი ტელეფონის სიაში იყო, რომლებსაც “პეგასუსის” მეშვეობით უსმენდნენ. მათ რიგებში იყო, ასევე, ფრანგული Forbidden Stories, უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International და ჟურნალისტთა ჯგუფი.

მაკრონის ერთ-ერთ ნომერს, შესაძლებელია, რეგულარულად 2017 წლიდან უსმენდნენ. ჯერჯერობით დაუდგენელია ვინ იყენებდა ამ პროგრამას, რომელსაც ისრაელი მხოლოდ ქვეყნების მთავრობებზე ყიდის, როგორც ტერორიზმთან და დანაშაულებებთან ბრძოლის საშუალებას.

ადრე იმისათვის რომ “პეგასუსი” გააქტიურებულიყო, საჭირო იყო ბმულზე დაჭერა, ახლა პროგრამა ისე იწყებს მუშაობას, რომ შესაძლებელია ტელეფონი არც გეჭიროთ ხელში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბრიტანეთში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ მცირდება სიკვდილიანობა
შემდეგი სტატიაევროკავშირში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა