სატელეფონო საუბრისას პაპმა ლეო XIV-მ პუტინს მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებული მდგომარეობაც განიხილეს, – ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის პრესსამსახური იტყობინება.

წმინდა საყდრის პრესსამსახურის დირექტორმა, მატეო ბრუნიმ რეპორტიორებს განუცხადა, რომ პაპმა და პუტინმა ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ისევე როგორც დახმარების ხელშეწყობაზე იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

“პაპმა მოუწოდა რუსეთს, გამოიჩინოს ისეთი ჟესტი, რომელიც მშვიდობის დამყარებას დაეხმარება, [მან] ხაზგასმით აღნიშნა დიალოგის მნიშვნელობა, რათა შეიქმნას პოზიტიური კავშირები მხარეებს შორის და გამოინახოს კონფლიქტის გადაჭრის გზები”. – წერია განცხადებაში.

ვატიკანის მიხედვით, პაპმა ლეო XIV-მ და ვლადიმირ პუტინმა ასევე განიხილეს პატიმრების გაცვლის მხრივ ძალისხმევა და ის როლი, რასაც ბოლონიის მთავარეპისკოპოსი, კარდინალი მატეო მარია ძუპი, ამ კუთხით ასრულებს.

“პაპმა ლეომ ახსენა პატრიარქი კირილე, მადლობა გადაუხადა მას პონტიფიკატის დაწყებისას მიღებული მილოცვისთვის და ხაზი გაუსვა, რომ საერთო ქრისტიანული ღირებულებები შეიძლება, იყოს სინათლე, რომელიც მშვიდობის პოვნაში, სიცოცხლის დაცვასა და გულწრფელი რელიგიური თავისუფლების მიღწევაში დაგვეხმარება,” – თქვა ბრუნიმ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, ლურჯი მოცვის მწარმოებლებისთვის საერთაშორისო სემინარი გაიმართა
შემდეგი სტატიაერმაკი აშშ-ში ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანსაც შეხვდა