სატელეფონო საუბრის შემდეგ პირველი განცხადება ვლ. პუტინმა გააკეთა

სატელეფონო საუბრის შემდეგ პირველი განცხადება ვლ. პუტინმა გააკეთა. მისი თქმით, საუბარი დონალდ ტრამპთან შინაარსიანი, გულახდილი და ძალზე სასარგებლო იყო. პუტინმა აღნიშნა, რომ მადლობა გადაუხადა ტრამპს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების მოსაგვარებლად აშშ-ის ჩართულობისთვის და მოლაპარაკაბეის განახლებისთვის.

რუსი დიქტატორის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, თუმცა საჭიროდ მიიჩნევს მშვიდობის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავებას. მისი განცხადებით, ტრამპმა საუბარში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე თავისი პოზიცია დააფიქსირა. პუტინის თქმით, კრემლი მზადაა უკრაინასთან გააფორმოს მემორანდუმი, რაც ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, სხვადასხვა დეტალებს ითვალისწინებს, თუმცა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: საზოგადოებას ძალიან მარტივი რამ ავუხსნა – მე ამ სასამართლოებზე დავდივარ მარტივი მიზეზის გამო, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვხსნათ ნიღაბი ამ უსამართლობას, ამ კლანურ მმართველობასა და ამ კლანურ სასამართლოს
შემდეგი სტატიაცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება – ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ