15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

სასულიერო სემინარიაში მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელებენ

თბილისის სასულიერო სემინარიაში დღეს რუის-ურბნისის ეპისკოპოსის, მეუფე იობის დიპლომთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

როგორც “პირველებს” სემინარიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა განუცხადა, სწორედ დღეს გაიმართება სხდომა, რომელიც მიიღებს შესაბამის დასკვნას მიტროპოლიტიკის დიპლომთან დაკავშირებით.

,,ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი უწმინდესობის 134-ე ბრძანების შესაბამისად. ამ საკითხთან დაკავშირებით არის საქმის წარმოება დაწყებული, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ ჩვენ მოვიძიეთ ნაწილი ძველი დოკუმენტაციისა და შესაბამისად, დღეს სწორედ ამ დოკუმენტაციის შესწავლასთან დაკავშირებით გაიმართება ფაკულტეტზე არსებული კვალიფიკაციის მიმნიჭებელი სხდომა, რომელზეც გაიმართება ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბიმისი მსჯელობა და მიიღებს შესაბამის დასკვნას და გადაწყვეტილებას”, – განაცხადა სემინარიის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა.

ცნობისთვის, გუშინ წმინდა სინოდის წევრმა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, გიორგი ჯამდელიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ პატრიარქობის კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი გაუჩინარებულია. მან გამოთქვა ეჭვი, რომ მეუფე იობს დიპლომი მოჰპარეს.

banner
წინა სტატიაშიეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი: საპატრიარქო არჩევნებში ადმინისტრაციის მხრიდან “მცირე დაზიანებები შეინიშნება”
შემდეგი სტატიასამოქალაქო აქტივისტი სასამართლომ Facebook პოსტის გამო 2 500 ლარით დააჯარიმა