სასულიერო პირთა ნაწილი აქციის დროს ვითარების შესაძლო დაძაბვაზე პასუხისმგებლობას კინოთეატრებს აკისრებს

region
ავტ.: region ნოემბერი 6, 2019 14:20

სასულიერო პირთა ნაწილი აქციის დროს ვითარების შესაძლო დაძაბვაზე პასუხისმგებლობას კინოთეატრებს აკისრებს

სასულიერო პირების ნაწილი რვა ნოემბერს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის პარალელურად დაგეგმილი აქციის დროს, ვითარების შესაძლო დაძაბვაზე პასუხისმგებლობას კინოთეატრებს აკისრებს, – ამის შესახებ დღეს გამართული პრესკონფერენციის დროს, სოფელ თელეთის მღვდელმა მამა ბასილ იაშაღაშვილმა და ავჭალის ქეთევან ქამებულის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა ლევან ანთაძემ განაცხადეს.

მათი შეფასებით, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გარყვნილების პროპაგანდაა და მისი ჩვენება კინოთეატრებში არ უნდა მოხდეს.

ამასთან, სასულიერო პირებმა აღნიშნეს, რომ მათი მოსაზრებები სამღვდელოების დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს.

რაც შეეხება მოწოდებებს, რომლის მიხედვითაც, თუ კი პოლიცია რადიკალურ პროტესტს ხელს შეუშლის, აქციის მონაწილეები მას წინააღმდეგობას გაუწევენ, სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ ეთანხმებიან.

„ამ ფილმის მიზანია, რომ ერთნაირსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა დანერგოს და წარმოაჩინოს, რომ ეს ბუნებრივი და ნორმალურია. ეს არის მამათმავლობის პროპაგანდა. მთავრობას და მედიას მოვუწოდებთ, ხელი შეუშალონ ამ ფილმის ჩვენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობის გახრწნას. კარგია, რომ საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს და აქცია უნდა მოაწყონ კინოთეატრების წინ. მე მივალ აქციაზე და დავდგები იქ. მოვუწოდებ მშობლებს, ნუ გაუშვებენ ამ ფილმის ჩვენებაზე თავიანთ შვილებს. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ მიმაჩნია სწორად, იქ მისვლაც საკმარისი იქნება“, – განაცხადა მამა ბასილ იაშაღაშვილმა.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. სიუჟეტი ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე უყვარდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია.

region
ავტ.: region ნოემბერი 6, 2019 14:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics