იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში, სასულიერო პირმა დედა-შვილ ეკლესიიდან გააგდო – ვიდეოს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ქვეყნის მოღალატეები გვეძახა და ყვირილით მიგვითითა გავთრეულიყავით” – დაწერა მოქალაქემ.
“ამ გასაცოდავებულ ქვე”ყანაში” ეკლესიაშიც ვერ შეხვალ,რომ ილოცო იქიდანაც გამოგაგდებენ თუ ბავშვი გახლავს თან, როგორც რამოდენიმე საათის უკან ჩვენ გამოგვყარეს “იოანე ღვთისმეტყველის “ტაძრიდან . მითუმეტეს როცა ბავშვი სანთელს ანთებდა და დიდება უფალს იძახოდა ამას შეუწუხებია ბატონი გიორგი ცნობილაძე,რომელიც ამ მომენტში წირვას ატარებდა . მესმის ხელი შეეშალა მოსულიყო და ადამიანურად ეთქვა დროებით ბავშვი გამეყვანა თუ “აწუხებდა” ამის მაგივრად უღმერთოები და ქვეყნის მოღალატეები გვეძახა(ნაწილი არც მახსოვს)მდგომარეობა რომ ავუხსენი მისი პასუხი იყო ის რომ სულ არ აინტერესებდა ბავშვი იმჟამინდელი მდგომარეობა და ყვირილით მიგვითითა გავთრეულიყავით”გარეთ. არავის თხოვნას არ გავითვალისწინებ პოსტის წაშლასთან დაკავშირებით.ყველაფერი აღბეჭდილი მაქ მონაკვეთები და შესაბამის ორგანოებსაც მოვმართავ აუცილებლად. ჩემი შვილის ეკლესიიდან გამოგდებას და ასე აგდებას ვიღაც ბეწვიან მამაოს კიარა ჩემიანს არ ვაპატიებ ვიღაც გარეწარ ნარკომან მამაოს ვერ გავაგდებინებ ნამდვილად თავს ეკლესიიდან მადლობა ყურადღებისთვის . მეც მოვიცალე თქვენთვის ახლა უკვე სხვანაირად ვილაპარაკებთ . მონაკვეთს ვდებ რადგან იცნობდეთ ამ ღორს და მათხოვარ ადამიანს ეს ბატონი ლუკაა ის სიტყვები რაც გვეძახა შეგნებულად არ დავდე და არც ბავშვის გამოჩენაა ამ სიტუაციაში მისაღები” – წერს მოქალაქე.