სასულიერო პირებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ტრენინგი ჩაუტარეს

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სასულიერო პირებს, მათ შორის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტ, ნიკოლოზს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა იმუნიზაციის პროგრამები საქართველოში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და სხვა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ორგაიზებითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება. პირველ ეტაპზე შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაბომბა
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – „სინოფარმით“ ორ აცრას შორის შუალედი 21-დან 28 დღეა