სასულიერო აკადემიის საბჭოს გადაწყვეტილებით, თეოლოგი გოჩა ბარნოვი აკადემიას დატოვებს

სასულიერო აკადემიას თეოლოგი გოჩა ბარნოვი დატოვებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასულიერო აკადემიის საბჭომ ერთხმად მიიღო.

სასულიერო აკადემიიდან გოჩა ბარნოვის გაშვებას საბჭოს 30 წევრიდან 27-მა დაუჭირა მხარი, ხოლო სამი წინაღმდეგ წავიდა.

სასულიერო აკადემიის საბჭომ აღნიშნული გადაწყევტილების მოტივი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით თეოლოგის მიერ გაკეთებული საჯარო პოსტები და შემდგომი განცხადებები გახდა.

გოჩა ბარნოვმა საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ მისი უფლებების შელახვის გამო სასამართლოს და სახალხო დამცველს მიმართავს.

banner
წინა სტატიაში,,კანონპროექტში უნდა გაჩნდეს ჩანაწერი, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია, უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს”
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 2 პირი